ლექსები მეგობრობაზე


                                  მეგობარი

21MAR
ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი,
ქალის თუ კაცის მუდამ მხლებელი
მეგობრობაა დიდი საუნჯე
ადამის,ევას მაცოცხლებელი
რად გინდა ოქრო,ვერცხლი,ზურმუხტი
ქარის მოტანილს,ქარი წაიღებს
მაგრამ ის განძი რომელიც გულში გაქვს
ქარიშხალიც კი ვერსად წაიღებს
ხელი ჩამკიდე მაღლა ავფრინდეთ,
შემოვუფრინთ მთელ დედამიწას
მოვნახოთ ისეთი ადამიანი
რომელსაც ესმის მეგობრობისა
მეგობარი ხომ მხარში გიდგება
ჭირშიც და ლხინშიც შენ გვერდით იდგება
შნზე იზრუნებს შენზე იფიქრებს
შენი თავი არ დაავიწყდება
მაშ თუ ძნელია ასეთის პოვნა
ამ ქვეყანაზე რაღად ღირს მოსვლა
თუ ხარ მარტოკა წუთისოფელში
უბედურ იქნება შენი ცხოვრება


                                            მეგობარი


ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს,
ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან,
მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს,
არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს.

ის არ იფიქრო ქვეყანაზე თითქოს მარტო ხარ,
თუ ზოგჯერ გიწევს პრობლემებთან მარტოს ჭიდილი,
მაშინაც შორს ხარ მეგობრისგან, როცა ახლოს ხარ,
მას კი გულს უკლავს შენს თვალებზე ცრემლის ციმციმი.

მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".

2 comments:

  1. ძალიან მაგარი ლექსია!!!

    ReplyDelete
  2. ვისი დაწერილია??

    ReplyDelete