Friday 7 December 2012

.......





                                            როდესაც მკოცნი საქმეებით უზომოდ დაღლილს
                                            და შენი კოცნა ჩემში ექოდ აღარ ხმიანობს,
                                             ნუ გეგონება, სიყვარულის არ ვიცი ყადრი,
                                            ნუ იბუტები, ნუ წყრები და ნუ ეჭვიანობ!

                                           სიყვარულს ჩემსას გაუვიდა ოცნების ჟამი,
                                           ფრთები დასცვივდა, მაგრამ მაინც ფხიზელი არის,
                                           არ გეფერება, მაგრამ გფარავს გასაჭირისგან,
                            
               ვით დარტყმებისგან დაჭყლეტილი ლითონის ფარი.









არ გიღალატებ და ისევე საიმედო ვარ,
როგორც მოხუცი რაინდისთვის ბექთარი ძველი,
ბრძოლის ქარცეცხლში ის ერთგულად გემსახურება,
ხმლისგან დაგიცავს, მაგრამ სითბოს მისგან ნუ ელი!

და თუ შენ გამცვლი, თუ შენ ჩემთან არ გედგომება,
გადაეყრები ჭუჭყს და ტალახს, დღემდე დაფარულს,
თვითონ მიხვდები, რარიგ ძნელი არის ცხოვრება
და გაიხსენებ, დააფასებ ჩემს ცივ სიყვარულს.












                                 ,, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ ,
                                    მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
                                    ვერ იტყვი, ჩემზე გული არ აქვსო,
                                    მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
                                    მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ ,
                                    მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი...!''










, ის სიყვარული შენ რომ გაწვალებს
მე რომ მაწვალებს, აწვალებს მრავალს,
ავია, როგორც დედინაცვალი
ცეცხლს წაგიკიდებს და მერე წავა.''











                              მინდა მქოდნეს ნაზი ფრთები
                                  შენს ოთახში შვეფრინდები
                                      განა დიდხანს გავჩერდები?
                                             გაკოცებ და გავფრინდები 













ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნიამ
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო,
სანამ დროა,
ნუ შემეჩვევი! 





თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი






შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამი ფიქრში წვალობ.

გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო

უზომო სევდა რა არის იცი ?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.

ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა ,

და მასთან მისვლა შორზე შორია.

შენ არაფერი არ იცი არა 






მე შენ მიყვარხარ და ვერ გელევი
შენ ჩემი ხატი ხარ და გეთაყვანები.
ეს სიყვარული არის ულევი
და სათავე უდევს ჩემი გულიდან.

ეს სიყვარული არის ცალმხრივი,
ჩემ დაძახილზე არ უთქვამ ექო
ეჰ,ჩემი გული ამდენს თუ გაუძლებს
როგორ მინდა რომ აღარ იფეთქოს.

შენ არ დამინდე,გული გამიჩერე
და ის მითხარი,რომ თურმე სხვა გიყვარს
ამის გამგონე,გული გამიცივე
და თითქოს რაღაცა შიგნით ჩამიწყვიტე.

იმის მერე თითქოს დაგივიწყე
და ის იარა ნელა მიხორცდება.
სიყვარული რა არის? ზოგისთვის ჭრილობა
რომელიც მთელი ცხოვრება უკან მოგყვება.













შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წიტელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს...







                                 თვალები


ისევ ღამე და ღია სარკმელი,
სარკმელში შუქი სავსე მთვარისა,
ციმციმებს, როგორც იმ ღამით შენი
თვალთა ალერსი ღმერთმა მაღირსა.
ალბათ იმ ღამით განგებამ ერთი
გამოიმეტა ჩემთვისაც ძღვენი
და დამიტოვა გასახსენებლად
ლამაზ  თვალების უწყვეტი ეშხი
მაგრამ, ადრე თუ გვიანაც ხსოვნა
სადღაც გაქრება-გაჰყვება წამებს…
ეს ლექსი გროშად გაიყიდება
 და ჩამოჰკრავენ უღმერთოდ ზარებს
შენი ნებაა თუ არ გიყვარვარ,
ვერ დაგაძალებ ღმერთმანი ვერა…
მაგრამ, თვალებით მაინც მითხარი,
რომ სამოთხეში ვიქნებით ერთად…






ქალთან ნანატრი ღამე…





რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’















 ქალი   ეულია,თუმცა  რჩეულია,
მხოლოდ  სხეულია?
ქალი  გრძნეულია…
ფიქრად  ქცეულია,
სითბოდ  ქცეულია,
ძალად  ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც  ეულია.













საყვარელ დედებს






ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში,
ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი,
მხრებჩამოყრილი და უნუგეშო
ზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.

ვისი დედაა ეს ქალბატონი?
ეს მომტვრეული ციხის ქონგური?
მისი იმედი, მისი პატრონი
აფხაზეთშია იქნებ მოკლული.

ყველაფერს ხედავს მაცხოვრის თვალი
და ბედიც მიტომ აღარ კადრულობს,
ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი,
თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.

ო, ღმერთო, რატომ მომტეხე მხარი,
რად დამატეხე რისხვა ზეცათა:
საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი,
აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!

თვალები თითქოს გადამებინდა,
ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელი
და ხელგაშვერილ ამ ზმანებიდან
მიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...

ქალი _ თეთრი თმის შარავანდედით,
ქალი _ უმწარეს ბედით დევნილი _
ვაითუ, მართლა უფლის დედაა,
გამოსაცდელად ცით მოვლენილი.

შიშით და ელდით მიფეთქავს გული,
ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ.
როგორ გავბედო და ხურდა ფული
                                                       როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს                                                      


















upirvelesad qali dedaa
უპირველესად ქალი დედაა,
ქალი დედა,ღვთისა მშობელი
შემდეგ ის არის ედემის ვარდი
თავაწეული დაუჭკნობელი,
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია.
იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი
ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ
რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა
ქალს ეამბორეთ დიდო მგოსნებო
თქვენ გაგიმარჯოთ მანდილოსნებო…



















ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.





***






ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.
იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ,
ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია,
გულით იყავი ძლიერი კარგო,
და ეგ სიბერე არაფერია.

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს დედა ?

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.


                        დედას

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..

                                   დედას

მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…
მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…
მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…

                                    „დედა“




შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
უმამოდ გვზარდე ჩვენ ორი მაშინ
როცა გიჭირდა ყველაზე მეტად
და ამავე დროს გულით ატარე
ის სიყვარული რამაც გაგწირა 





                                   ***

                                               ახლა გამახსენდა პატარაობა
                                                როცა გავიგე დედის რაობა
                                                ისიც გამახსენდა როგორ იტირე
                                                როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
                                                რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
                                                ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
                                                ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
                                               და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
                                               მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
                                               მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
                                              შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
                                              ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
                                              დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
                                              შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი

                                             შენი სილის გაწნა ეხლა ტკბილად მახსოვს
                                             შენი ცრემლებია გულში ხმალს რომ მარჭობს
                                             დედა! მაპატიე ჩემი შეცოდება
                                             მე ჩემი თავი ძლიერ მეცოდება
                                             ეხლა რომ დავინახო მე შენი ცრემლები
                                             ალბათ თვითმკვლელობას მეორედ ვეცდებიდაგა
                                            ჩემთვის შენ ყველაზე წმინდა სანთელი ხარ
                                           ეხლა ვხვდებირომ ძლიერ მყვარებიხარ